შენგელიას მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
შენგელიას გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება იყო და ის მათ ბასკურ დერბიში მოიპოვეს. "ბასკონიამ" "ბილბაოს" 94:71 სძლია.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 21:41 წუთი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.
ესპანეთის ჩემპოიონატის მომდევნო ტურში "ბასკონია" სტუმრად "ანდორას" დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს.