ქუთაისის ტორპედო, ტირანა
Aa
Aa

დოკუმენტაციის პრობლემა - ტირანას ტორპედოსთან 1 ფეხბურთელი დააკლდება

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო’’ ალბანურ „ტირანას’’ დაუპირისპირდება. ალბანური კლუბი საქართველოში ჩამოფრინდა, თუმცა გუნდთან ერთად არ გაემგზავრა კოსოვოელი ფეხბურთელი ქენდრიმ ისმაილი.

როგორც ალბანური Gazetas წერს, ისმაელს მხოლოდ კოსოვოს მოქალაქეობა აქვს, საქართველო კი კოსოვოს არ აღიარებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი არ იყო, რომ მოთამაშე გუნდთან ერთად საქართველოში გამგზავრებულიყო. ასე რომ „ტირანას’’ ერთი ფეხბურთელი დააკლდება.

25 წლის ისმაილი მარცხენა მცველია, გასულ სეზონში „ტირანას'' რიგებში 30 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრაში „ტორპედო’’ ქუთაისში „ტირანას’’ მიიღებს. შეხვედრა 11 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი 18 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები