ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა: დარტყმები და გოლები - ლიდერები და ტოპ 3
იურგენ კლოპის გაწვრთნილი „ლივერპული“ წლევანდელ სეზონში შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. „მერსისაიდელებს“ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული შეტევა ჰყავთ და ეს სტატისტიკურადაც აისახა.
„ენფილდის“ ბინადრებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კარისკენ ყველაზე მეტჯერ 114-ჯერ დაარტყეს. ისინი საშუალოდ მატჩში 19 დარტყმას ასრულებენ.
„ლივერპულის“ შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელი მადრიდის „რეალს“ აქვს (18.2), მესამე პოზიციაზე კი მიუნხენის „ბაიერნია“ (17).
მიუხედავად ასეთი მაჩვენებელისა „მერსისაიდელები“ გატანილი გოლების მხრივ მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან. მათ ანგარიშზე 23 ბურთია. საუკეთესო შედეგი კი „პსჟ“-ს აქვს (25).
მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპული“ კარისკენ ყველაზე ხშირად ურტყამს და 23 გოლის გატანაც მოახერხეს, საუკეთესო შედეგი მაინც „პსჟ“-ს აქვს - პარიზელებმა ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეთა კარის დალაშქვრა 25-ჯერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების კენჭისყრა 11 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.