მარკოს ალონსო:
Aa
Aa

მარკოს ალონსო: "შემთხვევით "არსენალის" 50-მდე ქომაგს გადავეყარე"

ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა განაპირა მცველმა მარკოს ალონსომ AS-თან საუბრისას საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც მას "არსენალის" ქომაგებთან გადახდა.

"ერთხელ, აეროპორტში მაგვიანდებოდა და "ჩელსის" ბაზიდან მანქანით გასვლა ვერ მოვახერხე. ავტომობილი დავტოვე და ქუჩაში ტაქსის გასაჩერებლად წავედი, რა დროსაც შემთხვევით "არსენალის" 50-მდე ქომაგს გადავეყარე. წამიერად გავიფიქრე, რომ წინ დიდი უსიამოვნება მელოდა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. მათთან ფოტოც კი გადავიღე. ინგლისელი ქომაგები საკმაოდ თავაზიანები გამოდგნენ".

შეგახსენებთ, რომ 26 წლის მარკოს ალონსო "ჩელსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 56 შეხვედრაში 9 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები