ქართველი მსაჯი მალთაყვაში გარდაცვლილი იპოვეს
„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვაში, ზღვისპირას არსებულ ნაძვნარში, ქართველი მსაჯი - ილო ტუღუში, გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, იგი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს, თუმცა ეს ცნობა არ დასტურდება.
ილო ტუღუში, ლანჩხუთის სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობდა, რომელიც მალთაყვიდან დაახლოებით 15-20 კილომეტრითაა დაშორებული.
ამ დროისთვის, რაც ჩვენთვის ცნობილია, ისაა, რომ გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული და მას ექსპერტიზა უტარდება.
ილო ტუღუში, საქართველოს რეგიონული და ეროვნული ლიგის მატჩებს უძღვებოდა.
წყარო: guriatoday.ge