აბდულქერიმ ბარდაკჯი
Aa
Aa

ბარდაკჯი: იმედი მაქვს, საქართველოსთან მატჩს გაკვეთილად გამოვიყენებთ

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველ ტურში თურქეთმა ძალიან რთულ შეხვედრაში საქართველო 3:1 დაამარცხა. ამ მატჩთან დაკავშირებით თურქეთის ნაკრების მცველმა აბდულქერიმ ბარდაკჯიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცვაში თურქებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს.

აბდულქერიმმა, რომელმაც საქართველოსთან 90 წუთი ითამაშა, მედიასთან საუბარში განაცხადა: „საწყისი შეხვედრები რთულია. მადლობა ღმერთს, გავიმარჯვეთ. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ. ვფიქრობ, საქართველოსთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დაცვაში მეტოქეს ხელსაყრელი პოზიციები დავუთმეთ.

როგორც გუნდმა კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, მეტოქისთვის ამდენად ბევრი ხელსაყრელი პოზიცია არ უნდა დაგვეთმო. პოზიციურად ბევრჯერ შევცდით. იმედი მაქვს, ამ მატჩს გაკვეთილად გამოვიყენებთ.

როცა ქენან ილდიზის გოლი გაუქმდა, ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა და ასეთ დროს შენს კართან გოლის გატანის შანსები იზრდება. შესვენებისას ვითარება კარგად გავიაზრეთ''.

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველ ტურში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. მეორე ტურში სანიოლის გუნდი ჩეხეთს შეხვდება (22 ივნისი, 17:00), დასკვნით ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები