ლუჩიანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: “სივრცეები უნდა აგვეთვისებინა, მაგრამ უკან დავიხიეთ“

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში იტალია ალბანეთს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, სკუადრა აძურას მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სპალეტიმ?

„ბევრი კარგი რამ ვნახეთ, მაგრამ, თუ ეს კარგი რაღაცები შედეგს არ მოიტანს ისინი უაზრო აღმოჩნდება. რამდენიმე გოლის გატანის და ზიანის მიყენების შესაძლებლობა იყო, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ.

ეროვნული ნაკრები ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, რადგან 26 ძლიერი მოთამაშე მყავს. არ მომწონს ის აზრი, რომ გუნდი ინდივიდზეა დამოკიდებული.

მეორე ტაიმში ალბანეთმა შეტევის გაძლიერება სცადა, გამოუვიდა კიდეც და ამ დროს მაქსიმალურად უნდა აგვეთვისებინა ის სივრცეები, რომლებსაც ისინი ტოვებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, ჩვენ უკან დავიხიეთ.“

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში თავისი მატჩი ესპანეთმა ხორვატიას 3:0 მოუგო და ამ მომენტისთვის ლიდერია. მეორე ტურში სპალეტის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო ალბანეთი და ხორვატია ერთმანეთთან პირველი ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მთელმა ინგლისმა უნდა იამაყოს“ - საუთგეიტი და კეინი სერბეთთან მატჩამდე
“მთელმა ინგლისმა უნდა იამაყოს“ - საუთგეიტი და კეინი სერბეთთან მატჩამდე