ლუის დე ლა ფუენტე, ლამინე იამალი
Aa
Aa

“ჩვენ დიდი ოჯახი ვართ“ - დე ლა ფუენტეს, იამალის და კარვახალის კომენტარები

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლუის დე ლა ფუენტემ. დანი კარვახალმა და ლამინე იამალმა კომენტარები გააკეთეს.

დე ლა ფუენტე:

„ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ეტაპამდე მოსასვლელად ბევრი ვიშრომეთ. ეს ნაკრები ამბიციურია და დიდ ოჯახს წარმოადგენს. კარგად დავიწყეთ, რაც გარკვეულ უსაფრთხოებას გვაძლევს, მაგრამ ახლა იტალიაზე უნდა ვიფიქროთ.

ტრიბუნაზე ჩემი ოჯახი და მეგობრები იყვნენ. მათ ჩემი ემოციები გაიზიარეს. ძალიან სრულყოფილი თამაში გამოვიდა. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვთამაშობდით მოედნის ყველა სფეროში. ასეთი ახალგაზრდული გუნდისთვის ასეთი კონცენტრაციის შენარჩუნება განსაკუთრებით სასიამოვნო იყო.“

კარვახალი:

„დღეს ნამდვილად გვესმოდა გულშემატკივრების ხმა. მათ მართლაც ძალიან ახლოს ვგრძნობდით. ამდენი ხალხი ჩამოვიდა ბერლინში, ეს დიდებული შეგრძნებაა. ჩვენ ერთიანი დიდი ოჯახი ვართ.“

იამალი:

„აღფრთოვანებული ვარ გამარჯვებით და ჩემი დებიუტით ევროპის ჩემპიონატზე. მოგებამ გაგვახარა, მაგრამ ახლა ყველა შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ. ჩვენ ეფექტური შრომისმოყვარე გუნდი ვართ და თქვენ ნახეთ, რომ ეს ყველაფერი მოედანზე დავამტკიცეთ.

დავინახე, რომ კარვახალმა მოძრაობა დავიწყე და ზუსტი პასი მივაწოდე. მან კი ბრწყინვალედ შეასრულა. ძალიან თავდაჯერებულები ვართ და ის, თუ როგორ იზეიმა კარვახალმა ჩემთან ერთად გოლი, ამას აჩვენებს. ასეთი გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენი გონება შემდეგ მატჩზეა მომართული.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მეორე ტურში 20 ივნისს იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ხორვატია ალბანეთს.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები