ლუკა მოდრიჩი, ზლატკო დალიჩი
Aa
Aa

“აგრესია და ენერგია დაგვაკლდა“ - დალიჩის და მოდრიჩის კომენტარები

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატკო დალიჩმა და ლუკა მოდრიჩმა კომენტარები გააკეთეს.

დალიჩი:

„ეს კარგი დასაწყისი არ არის, მაგრამ ესპანეთს გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენ ენერგია და აგრესია გვაკლდა. პირველი გოლი კი შეცდომით გავუშვით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბევრი გოლის გატანა შეგვეძლო და ვერ მოვახერხეთ.

ჩვენ აუცილებლად გავაანალიზებთ რა მოხდა არასწორად. მეტოქეს დიდი დრო და სივრცე მივეცით. ამის გამო კი დავისაჯეთ. ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი დაგვრჩა. ყურადღება მათკენ უნდა მოვაქციოთ და ორივე შეხვედრა მოვიგოთ.

მოდრიჩი:

„ეს არ არის შედეგი, რომლის იმედიც გვქონდა, მაგრამ არის ის, რაც არის. კიდევ ორი მატჩი გვაქვს გასაუმჯობესებლად და ასანაზღაურებლად. პირველ ტაიმში ჩვენ, ჩვენი თავი არ ვიყავით. გვაკლდა ენერგია და ესპანეთის ფეხბურთელებისგან ძალიან შორს ვიდექით. ამისთვის დაგვსაჯეს.

რა თქმა უნდა, ჩვენი შანსები გვქონდა, მაგრამ ეს იყო მატჩი, სადაც არაფერი გამოდის ხოლმე. მეორე ტაიმში ბევრი რამ გავაუმჯობესეთ და ბევრად უკეთესები ვიყავით, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. ჩემი აზრით, ესპანეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მეორე ტურში 20 ივნისს იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ხორვატია ალბანეთს.

მატჩს ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ებიშერის ბრწყინვალე საგოლე პასი და გოლი - შვეიცარიამ ევრო 2024 გამარჯვებით დაიწყო
ებიშერის ბრწყინვალე საგოლე პასი და გოლი - შვეიცარიამ ევრო 2024 გამარჯვებით დაიწყო