რონალდ კუმანი
Aa
Aa

“ჯერ არ ვიცი ვის ვათამაშებ“ - კუმანი პოლონეთთან მატჩის წინ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ნიდერლანდები პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კუმანი:

„ბედნიერი ვიყავი, რომ ტურნირი გუშინ დაიწყო, რადგან, როდესაც ასეთი დონის ტურნირი იწყება უბრალოდ გინდა, რომ გუნდთან ერთად მშვიდად უყურო სხვის თამაშს. საქმეში ხვალ ვერთვებით. ვიცი, რომ დე იონგი მომენატრება. ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას მივიღეთ, მაგრამ ამაზე მეტი საუბარი არ მსურს. აქ კარგი შემადგენლობით ვართ ჩამოსული.

ყველა თამაშში გამოცდილებას გამოიმუშავებ. იმ თერთმეტეულს, რომელსაც მე შევარჩევ ჩემგან მაქსიმალური ნდობა ექნებათ. ჯერ არ ვიცი ვის დავაყენებ, თუმცა ნამდვილად საუკეთესოებს შევარჩევ. ჩავი სიმონსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია. მან უკვე ბევრი დიდი მატჩი ჩაატარა. ბედნიერები ვართ, რომ მისნაირი ფეხბურთელი გვყავს ნაკრებში.

ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ძლიერი გუნდია. ნიდერლანდები კი ერთ-ერთი მათგანია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს. შესაძლოა შედარებით უფრო მეტად საფრანგეთი ჩანდეს, რადგან მათ დიდი ტურნირების მოგების გამოცდილება აქვთ.“

შეგახსენებთ, რომ პოლონეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირება 16 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ებიშერის ბრწყინვალე საგოლე პასი და გოლი - შვეიცარიამ ევრო 2024 გამარჯვებით დაიწყო
ებიშერის ბრწყინვალე საგოლე პასი და გოლი - შვეიცარიამ ევრო 2024 გამარჯვებით დაიწყო