რაგბი ევროპა: საქართველოს 7-ქალა ნაკრების 3-დან 3 გამარჯვება
საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმყოფება და 2024 წლის ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე თამაშობს. ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილი გოგოები 12-გუნდა ელიტის საგზურის მოპოვებისთვის საკმაოდ წარმატებით იბრძვიან.
7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის პირველი თამაში ისრაელთან გამართა და 27:0 გაანადგურა. მეორე მატჩი ნორვეგიის წინააღმდეგ გაიმართა და ქართველებმა 25:0 გაიმარჯვეს.
ლელოები სალომე მაკასარაშვილმა, ლიკა ხუფენიამ, მარიამ გოგუაძემ, მანონი საღარაძემ და სალომე საღარაძემ დადეს.
ამის შემდეგ, მალაღურაძის ნაკრებს საკმაოდ რთული დაპირისპირება ჰქონდა. 7-ქალა ნაკრები ფინეთს შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში 15:12 გაიმარჯვა.
საქართველოს 7-ქალა ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუმინეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენებურები ნახევარფინალში გავლენ.