მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

„შენც გჭირდება, სუნიანო“ | შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს მიმართა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ და იუთუბერმა, რომელმაც მოკრივის კარიერა დაიწყო, ჯეიკ პოლმა თანამშრომლობა გადაწყვიტეს და კომპანია დააარსეს. ომალიმ და პოლმა სხეულის მოვლის საშუალებები გამოუშვეს, რომლებიც მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი.

„შუგამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ახალ ბრენდზე დაწერა, რომლის სახელიც W გახლავთ. ომალის თქმით, მისი პროდუქტები ჩემპიონებისთვისაა შექმნილი და ის და პოლი ცუდი სუნის მქონე მამაკაცების გადასარჩენად გაერთიანდნენ. პოსტის ბოლოს, შონმა მერაბ დვალიშვილს წაკბინა და განაცხადა: „P.S მერაბ, ეს პროდუქტი შენც გჭირდება, შე აყროლებულო ბიჭო“.

ომალისა და პოლის კომპანიამ სხეულის დასაბანი გელი, სხეულის სპრეი და ანტიპერსპირანტი გამოუშვა. მათი შეძენა სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ში იქნება შესაძლებელი და ნაკრების ფასი 10 აშშ დოლარზე ნაკლები გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ „ომალის“ მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, „მანქანა“ იქნება. ომალის ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ სურს ჩხუბი და აღნიშნულ არენაზე UFC-ს ორი ღონისძიება აქვს ჩანიშნული. ერთი სექტემბერში, მეორე - დეკემბერში და ომალი ორივე ვარიანტისთვის მზადაა.

მსგავსი სიახლეები