ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: ლიგის ფინალში დორტმუნდისკენ ვიყავი, არ მინდოდა რეალს მოეგო

ლიონელ მესის არ სურდა, რომ მადრიდის „რეალს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში „დორტმუნდი“ დაემარცხებინა. არგენტინელმა ახსნა, თუ რატომ ქომაგობდა გერმანულ კლუბს.

„ცხადია, ჩვენ დორტმუნდს ვუჭერდით მხარს, მე ბარსელონას ფანი ვარ და თუ ბარსელონა თეორიულად ფინალში გავიდოდა, მადრიდის რეალის გულშემატკივრებიც მხარს ჩვენს მეტოქეს დაუჭერდნენ, ფეხბურთში ასე ხდება.

ბავშვობიდან ბარსელონას ფანი ვარ, ბარსა მიყვარს. დღეს გუნდს შორიდან ვუჭერ მხარს და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ისევ ვიბრძოლებთ, დიდი ხანია, რაც ეს ტურნირი არ მოგვიგია.

როგორც ბარსელონას გულშემატკივარს, არ მინდოდა მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგა მოეგო",

- განუცხადა მესიმ ESPN-ს.

„ლა პულგამ“ ასევე კარიერის დასრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ყოველი მატჩისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ცდილობს.

„ინტერ მაიამი ჩემი ბოლო კლუბი იქნება, რომელშიც ვითამაშებ. ფეხბურთი უზომოდ მიყვარს და მას ვერ ველევი. ვიცი, რომ ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება და რაც უფრო ცოტა დრო რჩება, თითოეული მატჩისგან მით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის პროკურატურამ ანჩელოტის 5 წლით დაკავება მოითხოვა
ესპანეთის პროკურატურამ ანჩელოტის 5 წლით დაკავება მოითხოვა