U20: 45 ქულა! საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
Aa
Aa

U20: 45 ქულა! საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ შეხვედრაში ინგლისთან მეორე ტესტმატჩი გამართა და დამაჯერებლად 45:17 გაიმარჯვა.

პირველ შეხვედრაში ექვსი ერის მოქმედმა ჩემპიონმა ინგლისმა 31:7 მოიგო, თუმცა ამჯერად თბილისში გამართული დაპირისპირება, შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ფონზე უმცროსი ბორჯღალოსნების კარნახით წარიმართა.

საქართველოს ნაკრებმა ინგლისს 5 ლელო დაუდო - ბურთიკაშვილის ანგარიშზე დუბლია, თითო ლელო კი სპანდერაშვილმა, ხელაძემ და ქევხიშვილმა გაიფორმა. რაც შეეხება გარდასახვებს, ცირეკიძემ 5-დან 4-ჯერ ზუსტად დაარტყა. პლუს ამას ოთხი ზუსტი საჯარიმოც შეასრულა.

ინგლისელთა პასუხი 3 ლელო იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველი 20-წლამდელები მსოფლიო თასზე გაემგზავრებიან, რომელიც 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 29 ივნისს ავსტრალიასთან გამართავს, 4 ივლისს ირლანდიასთან, 9 ივლისს ჩვენი მეტოქე იტალია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლიც ისტორიული შედეგი იქნება“ | The Ringer-ი საქართველოს ნაკრებზე
„გოლიც ისტორიული შედეგი იქნება“ | The Ringer-ი საქართველოს ნაკრებზე