მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„ომალის უკეთესი შანსები ექნება“ - სენდჰეგენი მერაბი-ომალის ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა Sportskeeda-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლაზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა და უპირატესობა „შუგას“ მიანიჭა.

რას ამბობს სენდჰეგენი:

„ვფიქრობ, ომალის უკეთესი შანსები ექნება. ვგულისხმობ იმას, რომ ეს ბიჭი ხალხს ბრწყინვალედ უშვებს ნოკაუტში. მას ნამდვილად უზარმაზარი ძალა აქვს. მერაბმა რამდენჯერაც არ უნდა სცადოს მისი პარტერში გადაყვანა, ის ყოველთვის იწყებს წამოდგომას. შონი წამოდგომის დროს კარგად მოძრაობს, რის გამოც მისი დაჭერა საკმაოდ რთულდება. ამ ბიჭზე გადავლა და მიწაზე კონტროლი თითქმის შეუძლებელია. მერაბს ამის გასაკეთებლად დიდი შრომა მოუწევს, რასაც დიდი ენერგიაც მიაქვს. ამ გზით ომალის დამარცხება მარტივი არ არის“.

შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა დიდი ალბათობით მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. ომალის ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ სურს ჩხუბი და აღნიშნულ არენაზე UFC-ს ორი ღონისძიება აქვს ჩანიშნული. ერთი სექტემბერში, მეორე - დეკემბერში და ომალი ორივე ვარიანტისთვის მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაილა ჰარისონს მერაბის დამარცხება შეუძლია“ | ცნობილი მენეჯერის კომენტარი
„კაილა ჰარისონს მერაბის დამარცხება შეუძლია“ | ცნობილი მენეჯერის კომენტარი