ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

La Repubblica: ოსიმენის მსგავსი ფორმულა - კვარას ახალი კონტრაქტი

ანტონიო კონტეს არ სურს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდი დატოვოს. იტალიელმა სპეციალისტმა ეს ქართველით დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთხელ გაუმეორა.

აურელიო დე ლაურენტისმა კი პსჟ-ს სპორტულ დირექტორს ლუის კამპოსს განუმარტა, რომ ისინი კვარაცხელიას თაობაზე არანაირ ფასის დაკლებას არ განიხილავენ. ინფორმაციას იტალიური La Repubblica ავრცელებს.

„პარიზიდან მომავალი ქარები შეჩერდა. პსჟ ნიჭიერ ქართველს აქტიურად ადევნებს თვალს, მაგრამ დე ლაურენტისსა და კლუბს მტკიცე პოზიცია აქვთ, რაც კვარაცხელიას გაყიდვას აბსოლუტურად გამორიცხავს. ამ პოზიციას იზიარებს კონტეც, რომელიც 77-ე ნომერს მისი გუნდის მომავალ ლიდერად მიიჩნევს.

კვარა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელის გეგმის მიმართ გულგრილი აშკარად არ დარჩენილა და ამჟამად დარჩენაზე ფიქრობს. ფორმულა იგივეა, რაც ოსიმენის შემთხვევაში - ხელფასის გაზრდა და კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის მითითება“.

- წერს La Repubblica.

შეგახსენებთ, რომ პსჟ კვარას სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს იხდის, მაგრამ ნეაპოლელებს დაახლოებით 130-150 მილიონის მიღება სურთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას მხოლოდ მამარდაშვილი დარჩა | AS-ი ევრო 2024-სა და ღამურებზე
ვალენსიას მხოლოდ მამარდაშვილი დარჩა | AS-ი ევრო 2024-სა და ღამურებზე