გატუზო:
Aa
Aa

გატუზო: "ჯობდა ვინმეს დანით დავეჭერი, ვიდრე ასეთი გოლი გაგვეშვა"

"მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს დებიუტი უიღბლო, მაგრამ საკმაოდ დასამახსოვრებელი გამოდგა.

"როსონერიმ" სტუმრად აუტსაიდერ "ბენევენტოსთან" ფრედ 2-2 ითამაშა. "მილანის" კარში გამათანაბრებელი გოლი 96-ე წუთზე მასპინძელთა მეკარემ თავით გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ ჯენარო გატუზომ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა: "ჯობდა ვინმეს დანით დავეჭერი, ვიდრე ასეთი გოლი გაგვეშვა. ვფიქრობ, ასე უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. შეხვედრის ბოლო 15 წუთი ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საოცარი გოლი გავუშვით. ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბოლო წამზე მეტოქე გუნდის მეკარე გაგვიტანდა გოლს".

შეგახსენებთ, რომ ბოლოადგილოსანმა "ბენევენტომ" 15 ტურის შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა და ეს "მილანის" წინააღმდეგ შეძლო.

თავად "როსონერი" კი 21 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს და ევროპის ლიგის ზონას 8, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას 13 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები