ლამპარდმა 2014 წელი გაიხსენა და
Aa
Aa

ლამპარდმა 2014 წელი გაიხსენა და "ჩელსიდან" გაშვების მიზეზი გაამხილა

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა 2014 წლის მოვლენები გაიხსენა და Daily Mail-თან საუბრისას "ჩელსის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

"მე და ფაბრეგასს ერთად არასდროს გვითამაშია და კლუბშიც თვლიდნენ, რომ გვერდიგვერდ ასპარეზობას ვერ შევძლებდით. საბოლოოდ კი "ჩელსიდან" გამიშვეს, რათა სესკისთვის ადგილი გაეთავისუფლებინათ".

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი "არისტოკრატთა" ღირსებას 2001 წლიდან იცავდა. მის ანგარიშზე 632 შეხვედრაში 209 გოლი და 150 შედეგიანი გადაცემაა.

ლამპარდმა "ჩელსისთან" ერთად პრემიერლიგა სამჯერ მოიგო, ოთხჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები