ლაშა ბექაური, ვლადიმერ ახალკაცი, ევროპის ღია პირველობა
Aa
Aa

ევროპის ღია პირველობა - ბექაური და ახალკაცი ოქროსთვის იბრძოლებენ

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციას ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

-81 კგ. წონით კატეგორიაში, ვლადიმერ ახალკაცმა ფინალში გასვლა შეძლო. ახალგაზრდა ძიუდოისტმა პირველ წრეში მასპინძელი ინაკი ბასტან მერქანი დაამარხა, მეორე წრეში გერმანელ იოჰანეს რუდის მოუგო, 1/4 ფინალში უკრაინელი გევორ მანუკიანი გამოთიშა ასპარეზობას, ნახევარფინალში კი ფრანგ ტომ ლიბერს სძლია. ფინალში ახალკაცის მეტოქე ფრანგი არნაუ არეგბა იქნება.

მეორე ქართველი, ვინც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს -90 წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურია. ქართველმა ფალავანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში კი ბერძენი ათანასიოს მილონელისი დაამარცხა, 1/8 ფინალში ფრანგ ლუკას ჰუოილეტს მოუგო, 1/4 ფინალში ტეო ლჰერბიეს სძლია, ნახევარფინალში კი სლოვაკ ალექს ბარტოს შანსი არ დაუტოვა. ფინალში ბექაურის მეტოქე ფრანგი პოლ ლივოლსი იქნება.

ცნობისთვის, დღესვე -81 კგ. წონით კატეგორიაში ალექსანდრე გულბიანიც ასპარეზობდა, რომელმაც პირველ წრეში შვედ პელე მატსონს მოუგო, მეორე წრეში კი არნაუ არეგბასთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები