ევროპის ღია პირველობა - როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
8-9 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ძიუდოისტთა შორის ევროპის ღია პირველობა გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 4 ძიუდოისტით წარდგება, მათ შორის ერთ-ერთი კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური იქნება, რომელიც პარიზის ოლიმპიადამდე ბოლო შეჯიბრში იასპარეზებს.
ბექაურის გარდა, ევროპის ღია მონაწილეობას -81 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცი და ალექსანდრე გულბიანი მიიღებენ, -100 კგ. წონაში კი საქართველოს ღირსებას გიორგი ბენდელიანი დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა რამდენიმე კვირის წინ აბუ-დაბიში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელების თქმით, ეს გადაწყვეტილება ოლიმპიური ჩემპიონის დასვენების მიზნით იქნა მიღებული.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        