საბა ლობჟანიძე, ატლანტა
Aa
Aa

პინედა გაათავისუფლეს - ლობჟანიძეს ატლანტაში ახალი მწვრთნელი ეყოლება

MLS-ის მორიგ ტურში ატლანტა შარლოტს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

აღნიშნული წაგება მთავარ მწვრთნელს გონსალო პინედას აღარ აპატიეს და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მიმდინარე სეზონში არაერთხელ გაჟღერდა, რომ მას გაუშვებდნენ, რადგან ატლანტას სახარბიელო შედეგები არ აქვს. შარლოტთან წაგება კი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, საბა ლობჟანიძის გუნდს დროებით პინედას თანაშემწე რობ ვალენტინო უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ატლანტა აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ინტერ მაიამის 10 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება საბას, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე
ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე