ნიკა კობახიძე
Aa
Aa

MMA: ნიკა კობახიძის ბრწყინვალე გამარჯვება თურქ მებრძოლთან

საფრანგეთში მოღვაწე MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ნიკა კობახიძემ პროფესიონალურ კარიერაში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ცნობილი ფრანგული ორგანიზაცია King of Fighters-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში ნიკა კობახიძემ თურქი ალპერენ ბულუტი აბსოლუტური დომინაციით დაამარცხა და მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება ჩაიწერა.

ქართველი მებრძოლი სამივე რაუნდის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. საბოლოოდ, სამივე მსაჯმა გადაწყვეტილება კობახიძის სასარგებლოდ მიიღო და შესაბამისად, ნიკამ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

ამ დროისთვის, MMA-ში ნიკა კობახიძის ანგარიშზე 7 ბრძოლაა, აქედან, ქართველმა მებრძოლმა 5 შეხვედრაში გაიმარჯვა, 2-ში კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები