ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

გადამწყვეტი მნიშვნელობის ფიგურა - ზურიკოს მაღალ დონეზე აფასებენ

„ბორდოსგან“ განსხვავებით, ამ გუნდის ქართველი ლეგიონერისთვის, ზურიკო დავითაშვილისთვის გასული სეზონი კარიერაში უდავოდ გამორჩეული იყო. მან 8 გოლი გაიტანა, რითაც თანაგუნდელებს შორის მხოლოდ სლოვენიელ ზან ვიპოტნიკს (10) ჩამორჩა. რაც შეეხება ასისტენტთა დავას, გარდა იმისა, რომ 8 საგოლე პასით ამ მხრივ „ბორდოს“ ლიდერი იყო, მთლიანად ლიგა 2-ში მასზე მეტჯერ თანაგუნდელებს შედეგიანი გადაცემა მხოლოდ სამმა მოთამაშემ, ილან კებაიმ, გაეტან პერინმა და გოტიე ჰეინმა მიაწოდეს.

სტატიკოსებმა ასევე გამოთვალეს და აღმოჩნდა, რომ ყველა ტურნირზე გამართულ შეხვედრებს თუ ავიღებთ მხედველობაში, დავითაშვილმა მოედანზე 2851 წუთი გაატარა, რითაც თანაგუნდელებს შორის მხოლოდ პედრო დიასს (3208) და გუნდის კაპიტან იოან ბარბეს (3175) ჩამორჩა. ვებ-გვერდმა Girondins.com-მა თითოეული მოთამაშის დახასიათების დროს, ზურიკო შეაფასა როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფიგურა, რომელიც განსაკუთრებით მეორე წრეში და განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მიღწეული წარმატების შემდეგ ისე ათამაშდა, რომ მთელი სეზონი ასეთ დონეზე ასპარეზობის შემთხვევაში, მთლიანად გათამაშების MVP-ის პრიზზე სრულიად საფუძვლიან პრეტენზიას გამოთქვამდა.

ზურიკო დავითაშვილი ამჟამად ავსტრიაში იმყოფება და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის შემადგენლობაშიც გამართულ 34 შეხვედრაში (18 სასტარტოში დაიწყო) 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთელი სეზონი ასე რომ ეთამაშა, ლიგა 2-ში საუკეთესო იქნებოდა“ | რას ამბობენ ზურიკოზე
„მთელი სეზონი ასე რომ ეთამაშა, ლიგა 2-ში საუკეთესო იქნებოდა“ | რას ამბობენ ზურიკოზე