აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისის გამოსავალი | სერია A-ში 16 გუნდი უნდა იყოს

იტალიის საფეხბურთო ნაკრები ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან განცდილი ფიასკოს შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კომენტარი გააკეთა და ინიციატივით გამოვიდა.

„ძველ სერია A-ში 16 გუნდი თამაშობდა, დღესდღეობით კი გვინდა, რომ 20-გუნდიანი ჩემპიონატი გვქონდეს. ძველ ფორმატს თუ დავუბრუნდებით და სუპერთასის შეხვედრებს საუდის არაბეთში არ ჩავატარებთ, დავზოგავთ ფეხბურთელების ძალებს, რომლებსაც ხელფასს ჩვენ ვუხდით და არა ფიფა ან უეფა. ასეთ პირობებში საკმარისი დრო გვექნება, რათა ნაკრებმა ივარჯიშოს.

ახლა განტევების ვაცის პოვნა ყოველგვარ აზრს მოკლებულია. იტალიურ ფეხბურთს უკვე რამდენიმე წელია სძინავს და არაფერი იცვლება, რადგან დინებას მივყვებით. მე არ ვარ იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მოსწონთ, როდესაც დინებას მიჰყვებიან. მე ვირჩევ პოზიციას, რომელიც სხვებისთვის უხერხულია.“

ცნობისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და იტალიის მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ბოსნიელებმა ოთხიდან ოთხი თერთმეტმეტრიანი გაიტანეს, იტალიელთა რიგებში კი პენალტები არაზუსტად პიო ესპოზიტომ და ბრაიან კრისტანტემ შეასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელე, მბაპე და ხვიჩა - Sport-ი ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს
დემბელე, მბაპე და ხვიჩა - Sport-ი ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს