ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„მთელი სეზონი ასე რომ ეთამაშა, ლიგა 2-ში საუკეთესო იქნებოდა“ | რას ამბობენ ზურიკოზე

ფრანგული სატელევიზიო არხის, Canal პლუსის ჟურნალისტმა, სამუელ ვასლინმა ზურიკო დავითაშვილის სეზონი შეაფასა. ვასლინის თქმით, ქართველ შემტევს ისე რომ ეთამაშა, როგორც ბოლო 8 ტურში, ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.

„დავითაშვილი ძალიან მომწონს და მიუხედავად იმისა, რომ ბორდოში მისი პირველი სეზონი არასტაბილური იყო, ზურიკოს თამაშით მაინც ვისიამოვნე. სადებიუტო სეზონში ბევრი საინტერესო რამ გვაჩვენა და მეორე სეზონს დიდი იმედებით შევხვდით. ზურიკო უნდა გამხდარიყო ფეხბურთელი, რომელიც ბორდოს შეტევებს მუხტს შემატებდა და გუნდის მამოძრავებელი ძალა იქნებოდა. ბოლო 8 ტურს თუ ავიღებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოლოდინები გაამართლა. მთელი სეზონის განმავლობაში ასე რომ ეთამაშა, ლიგა 2-ის ტოპ სამ ფეხბურთელში მოხვდებოდა და შეეძლებოდა, ნომერ პირველიც გამხდარიყო.

თუმცა, სეზონის პირველი 6 თვე ცუდად ჩაატარა. დავიდ გუიონის გუნდში კატასტროფულად გამოიყურებოდა, ალბერტ რიერასთან კი არასტაბილურად დაიწყო. იყო მატჩები, რომლებშიც შეხვედრის ბედის გადამწყვეტი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაცვას არ ეხმარებოდა, თავჩახრილი თამაშობდა, არ ფიქრობდა და უნდოდა, მეტოქის მთელი გუნდი მოეტყუებინა.

ამ სეზონში ბევრი რაღაც იყო, რაც არ მომეწონა და ვერ ვიტყვით, რომ კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ დასკვნითი ნაწილი ისე ჩაატარა, გამახსენდა, რომ ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია. ალბათ, პრობლემა ისევ კლუბი და მენეჯმენტია, რომელმაც არ იცოდა, მისი უნარები როგორ უნდა გამოეყენებინა“.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა ლიგა 2-ის სეზონი 8 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით დაასრულა. 17 საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ჟირონდელთა არც ერთ ფეხბურთელს მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალის მისი დანოკაუტება შეუძლია“ | მერაბის ყოფილი მეტოქის კომენტარი
„ომალის მისი დანოკაუტება შეუძლია“ | მერაბის ყოფილი მეტოქის კომენტარი