მერაბ დვალიშვილი, კოდი სტამანი, შონ ომალი
Aa
Aa

„ომალის მისი დანოკაუტება შეუძლია“ | მერაბის ყოფილი მეტოქის კომენტარი

მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ, კოდი სტამანმა „მანქანისა“ და შონ ომალის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა. სტამანის თქმით, „შუგას“ დვალიშვილის დანოკაუტება შეუძლია, მაგრამ ამ ჩხუბში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„მჯერა, რომ ომალის მერაბისთვის სერიოზული ტკივილის მიყენება შეუძლია. საკითხავი ისაა, დვალიშვილის დანოკაუტებას შეძლებს თუ არა. მერაბს სერიოზული დარტყმები მეც მივაყენე, მაგრამ ჩხუბში ძალიან სწრაფად დაბრუნდა. ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და ბევრჯერ გვინახავს მომენტი, როცა მეტოქე დვალიშვილს მტკივნეულ დარტმას აყენებს, მაგრამ ის ბრძოლას არ ეთიშება და ეგრევე ბრუნდება.

ომალის წინააღმდეგ თეიქდაუნის შესრულება რთულია, მაგრამ არიან მებრძოლები, რომლებსაც ეს გაუკეთებიათ. თანაც საუბარია მებრძოლებზე, რომლებსაც მერაბისგან განსხვავებით, თეიქდაუნის 40 მცდელობა არ ჰქონიათ. არ ვიცი, როგორ გაუმკლავდება ომალი ტემპს, რომელსაც დვალიშვილი შესთავაზებს, მაგრამ ვიცი, რომ შუგას მისი დანოკაუტება შეუძლია. ამ ჩხუბში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

იმედი მაქვს, მერაბი თავს კარგად წაროაჩენს და მოიგებს, მაგრამ ომალი ურთულესი მეტოქეა. ის და კორი სენდჰეგენი არიან მებრძოლები, რომლებსაც სტილისტური კუთხით, დვალიშვილისთვის ყველაზე მეტი პრობლემის შექმნა შეუძლიათ“.

ცნობისთვის, მერაბისა და სტამანის დაპირისპირება 2021 წლის პირველ მაისს ვიხილეთ და „მანქანამ“ მას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარაცხელია
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარაცხელია