ზენიტის მცველი დენის ტერენტევი სასტიკად გალახეს
Aa
Aa

ზენიტის მცველი დენის ტერენტევი სასტიკად გალახეს

ლაბარატორნის პროსპექტზე ავტომობილის პარკირების დროს „ზენიტის“ უკანახაზელ დენის ტერენტევს 2 უცნობ პიროვნებასთან შელაპარაკება მოუვიდა. ფეხბურთელი უცნობებმა ისე გალახეს, რომ სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ჩხუბის მიზეზი, თუმცა „ზენიტის“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ტერენტევის ჯანმრთელობა სტაბილურია და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი მოუწევს ფეხბურთელს მკურნალობა.

ფეხბურთელს თავი და ცხვირი აქვს გატეხილი. სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები