გიორგი მიქაუტაძე, ვისამ ბენ იედერი, არმანდო ბროია
Aa
Aa

მონაკოს კიდევ ერთი ვარიანტი - მიქაუტაძეს კონკურენტი გამოუჩნდა

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L’equipe დღევანდელ ნომერში წერს, რომ „მონაკო“ გიორგი მიქაუტაძის გარდა, კიდევ ერთი ცენტრალური თავდამსხმელის დამატებით ინტერესდება.

ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს იმედი არ აქვთ, რომ „აიაქსი“ მათ მიერ შეთავაზებულ სატრანსფერო თანხას დათანხმდება, რის გამოც თავის დაზღვევის მიზნით, გეგმა ბ ლონდონური კლუბის არმანდო ბროია იქნება.

ალბანელი ფეხბურთელი „ჩელსის“ საკუთრებაა, თუმცა, 2023/24 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით „ფულჰემში“ გაატარა. ორივე ლონდონური კლუბის მაისურით ბროიამ გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

ორივე შემტევი „მონაკოს“ კაპიტნის, ვისამ ბენ იედერის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც კლუბს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს.

გიორგი მიქაუტაძე ამჟამად „აიაქსის“ საკუთრებაა და სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით „მეცში“ გაატარა. ქართველი შემტევის გამოსყიდვა „მეცსაც“ სურს, თუმცა, ეს დიდი ალბათობით ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაზე იქნება დამოკიდებული. „მეცს“ 30 მაისსა და 2 ივნისს, „სენტ-ეტიენთან“ ლიგა 1-ში დასარჩენი პლეი-ოფის შეხვედრები ელის და ორი მატჩის ჯამში დადებითი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში საფრანგეთის მთავარ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები