ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

მინიმუმ 7 მილიონს მოითხოვენ - ბორდო ზურიკოს გაუშვებს

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს, ზურიკო დავითაშვილი კლუბს გამოიცვლის. „ბორდოს“ ქართველი ლეგიონერის შესახებ ფრანგულ სპორტულ პრესაში ინფორმაციები სისტემატურად ვრცელდება, ამჯერად კი მისი სატრანსფერო ღირებულების თაობაზეც კონკრეტული ცნობა გაჟღერდა.

ჟირონდული კლუბის ესპანელი მთავარი მწვრთნელი ალბერტ რიერა კარგად აცნობიერებს, რომ დავითაშვილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელებს მის სარფიან ფასად გასხვისებაზე დათანხმდა და უკვე ქართველი ფეხბურთელის შემცვლელებზე დაიწყო ფიქრი. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შეუძლია „ბორდოს“ დავითაშვილის დატოვება, რიერამ აღნიშნა, რომ საფრანგეთში „პარი სენ-ჟერმენის“ სახით ერთადერთი კლუბია, რომელსაც წამყვანი ფიგურების ბოლომდე შენარჩუნება შეუძლია.

მწვრთნელის სიტყვებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ზურიკოს ტრანსფერი კონტინენტის პირველობის დასრულებისთანავე შედგება და გავრცელებული ინფორმაციით, „ბორდო“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 7 მილიონ ევროს მოითხოვს, რისი გადახდაც მის მსურველ ლიგა 1-ის კლუბებს არ გაუჭირდებათ.

ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ სეზონში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. საქართველოს ეროვნულ გუნდში გამართულ 34 შეხვედრაში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ერთი პრობლემაა“ | ჟურნალისტმა ზურიკოს თამაში შეაფასა
„კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ერთი პრობლემაა“ | ჟურნალისტმა ზურიკოს თამაში შეაფასა