ჩელსი, ნაპოლი, რომელუ ლუკაკუ, ანტონიო კონტე, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

100 მილიონი და ლუკაკუ - ჩელსი ოსიმენისთვის იბრძვის

CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ ლონდონის ჩელსიმ ნაპოლისთან ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართა და მოლაპარაკება განაახლა.

მიუხედავად ამისა, მხარეები შეთანხმებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან. ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ სულ მალე ნაპოლის ანტონიო კონტე ჩაიბარებს, თუმცა ეს ფაქტი მაინც ჩელსის წისქვილზე ასხამს წყალს.

„არისტოკრატების“ საკუთრებაში რომელუ ლუკაკუ იმყოფება, რომელმაც 2023/2024 წლების სეზონი რომაში გაატარა.

წყაროს ცნობით, „ლურჯები“ „პარტენოპეის“ ოსიმენის სანაცვლოდ 90-100 მილიონ ევროს და რომელუ ლუკაკუს სთავაზობენ. ჯერჯერობით დე ლაურენტისის პასუხი ცნობილი არ არის.

ამ ყველაფერს რეალურს ის ხდის, რომ 2019/2021 წლებში ანტონიო კონტე და რომელუ ლუკაკუ ინტერში ერთად მუშაობდნენ და ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდათ.

ასევე ცნობილია, რომ ვიქტორის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. მისი ბავშვობის მისაბაძი მაგალითი კი დიდიე დროგბაა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ახალი გამოწვევების დროა“ - რაული კასტილიას ტოვებს
“ახალი გამოწვევების დროა“ - რაული კასტილიას ტოვებს