ნაპოლი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

Repubblica: კონტესა და ნაპოლის შორის შეთანხმება შედგა

იტალიური გამოცემა Repubblica მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ანტონიო კონტესა და ნაპოლის შორის შეთანხმება შედგა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ იტალიელი სპეციალისტი და „პარტენოპეის“ ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ერთმანეთს შეხვდნენ.

დღეს კი Repubblica-ს ცნობით პირადი დეტალები შეთანხმებულია და სულ მალე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.

Repubblica კონტრაქტის დეტალებსაც გვამცნობს. ვიგებთ, რომ ანტონიო კონტეს ანაზღაურება ყოველწლიურად 9 მილიონი ევრო იქნება, რასაც გუნდის შედეგების მიხედვით 1 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ანტონიო.

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი დიდი ხანია კონტეს დანიშვნას ცდილობს, თუმცა მან რამდენჯერმე განაცხადა უარი. ანტონიოს თანხმობაში ყველაზე დიდი წვლილი ჯოვანი მანამ შეიტანა.

ასევე შეგახსენებთ, 54 წლის სპეციალისტს სერია ა-ში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის ატალანტას, იუვენტუსს და ინტერს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიის დასასრული - სან სიროდან ჟირუ, პიოლი და კიაერი გააცილეს
ისტორიის დასასრული - სან სიროდან ჟირუ, პიოლი და კიაერი გააცილეს