კასტილია, მადრიდის რეალი, რაულ გონსალეს ბლანკო
Aa
Aa

“ახალი გამოწვევების დროა“ - რაული კასტილიას ტოვებს

რაულ გონსალეს ბლანკოსა და კასტილიას გზები იყრება. ამის შესახებ MARCA იუწყება. ლეგენდარული ესპანელი მადრიდის რეალის მეორე გუნდს ტოვებს.

როგორც ცნობილი ხდება, „სამეფო კლუბის“ ყოფილ კაპიტანს ახალი გამოწვევები სურს. მისმა გუნდმა ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად რაულმაც ისაუბრა.

რა თქვა რაულმა?

„ზოგადად, ძალიან მსიამოვნებს ბავშვებთან ყოველდღიური ცხოვრება. ახლა ახალი გამოწვევების დროა. იყო საუბრები და შემოთავაზებები, მაგრამ ახლა უნდა გადავწყვიტო, თუ რას გავაკეთებ. როდის მივიღებ გადაწყვეტილებას? ჯერ არ ვიცი.. კლუბის მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ და ამას ძალიან ვაფასებ. მადრიდიდან შორს წასვლა არ მსურს.“

შეგახსენებთ, რომ რაულ გონსალეს ბლანკო რეალის ახალგაზრდულ გუნდს 2018 წლიდან წვრთნის. 2019 წელს „თეთრმა ლეგენდამ“ „ბლანკოსის“ ახალგაზრდულ გუნდს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

ცნობისთვის, იყო საუბრები, რომ გონსალესი მადრიდის რეალის პირველ გუნდს ჩაიბარებდა, თუმცა კარლო ანჩელოტიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის მინიმუმ 2025 წლამდე იმუშავებს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კროოსი: “ჩემი შვილების ცრემლებმა მომკლა“
კროოსი: “ჩემი შვილების ცრემლებმა მომკლა“