2018/2019 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყების დრო შეიცვლება
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის მატჩების დაწყების დრო შეცვალა და ახლა ქომაგს შეეძლება, რომ შეხვედრებს უფრო კომფორტულად უყუროს.
მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე მატჩები ორ ნაწილად გაიყოფა - 2 შეხვედრა ევროპის დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 22:00) დაიწყება, ხოლო სხვა ყველა მატჩი 21:00 საათზე (თბ. 23:59) აიღებს სტარტს.
ეს ცვლილება რა თქმა უნდა, ქომაგებისთვისაც უფრო მოსახერხებელია, თუმცა მისი მთავარი მიზანი კომერციული მხარეა.
შეგახსენებთ, რომ ეს ცვლილება ჩემპიონთა ლიგაზე ძალაში 2018/2019 წლების სეზონიდან შევა.