პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

პეპს 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები იმდენად კმაყოფილები არიან პეპ გუარდიოლას მუშაობით, რომ მას არც მეტი არც ნაკლები ახალი, 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივია, მისი ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება. ასეთი წინადადებით  53 წლის სპეციალისტს „ქალაქელების“ შეფებმა ერთობლივ ვახშამზე მიმართეს, რომელსაც მის გარდა, გუნდის თითქმის ყველა წამყვანი ფეხბურთელი ესწრებოდა.  

თანამედროვე ფეხბურთში მსგავს გრძელვადიან თანამშრომლობას კლუბის ხელმძღვანელები ნებისმიერ მწვრთნელთან, რაც არ უნდა წარმატებული იყოს ის, მაქსიმალურად ერიდებიან. თუმცა, როგორც ჩანს, კატალონიელი სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს და თანხმობის შემთხვევაში მას უკეთესი პირობების გარდა, გუნდის სამომავლოდ დაკომპლექტების თვალსაზრისით, სრული კარტ-ბლანში მიეცემა.

პეპ გუარდიოლა ამ თანამდებობაზე 2016 წლის ზაფხულიდან მუშაობს და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ 17 ტიტული მოიგო, აქედან 6-ჯერ პრემიერლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა. ინგლისის ჩემპიონი წელს მისი ხელმძღვანელობით „ქალაქელები“ ზედიზედ მეოთხედ გახდნენ, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია. საერთო ჯამში „სიტიმ“ გუარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში ყველა ტურნირზე ჩატარებული 471 მატჩიდან 343 მოიგო, 66 ფრედ დაასრულა და 62-ში დამარცხდა, ბურთების შეფარდება ასეთია - 1163:388-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეოთხედ - მან. სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებულია
ზედიზედ მეოთხედ - მან. სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებულია