ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პარი სენ-ჟერმენის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება“ | სიომინი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველი გარემარბის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „კვარას“ გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული და სიომინმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ამ მომენტისთვის, კვარაცხელიას დონე პარი სენ-ჟერმენის დონეზე მაღალია. ტრანსფერი რომ განხორციელდეს, ხვიჩა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება“.

ცნობისთვის, პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს და „კვარა“ ერთ-ერთი ვარიანტია. მბაპეს წასვლის შემდეგ, „პარკ დე პრენსზე“ უსმან დემბელე, გონსალუ რამუში, რანდალ კოლო მუანი, მარკო ასენსიო და სხვა ვარსკვლავები დარჩებიან, მაგრამ სიომინის თქმით, კვარაცხელია მათზე მაღალ დონეზე დგას.

შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ დაუკავშირდა და ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც L’Equipe-ის ჟურნალისტმა, ლოიკ ტანზიმ უარყო. მისი თქმით, პსჟ „კვარას“ 60 მილიონ ევროდ აფასებს და ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი თადარიგს იჭერს - თუ, კვარა წავა, მისი შემცვლელი ცნობილია
ნაპოლი თადარიგს იჭერს - თუ, კვარა წავა, მისი შემცვლელი ცნობილია