კარიმ ბენზემა, ალ იტიჰადი
Aa
Aa

არ უშვებენ - ბენზემას ალ იტიჰადიდან წასვლა სურს

მიმდინარე წლის 20 აპრილს კარიმ ბენზემამ კუნთის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, ფეხბურთი აღარ უთამაშია. ვეტერანი ფრანგი რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ახალი არავისთვის არის, რომ რეალის ყოფილ ფეხბურთელს საუდის არაბეთში დარჩენა აღარ სურს და ქვეყნის დატოვება უნდა.

ავტორიტეტული გამოცემა Relovo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნული წყარო, კარიმის გარემოცვას ესაუბრა და გაიგო, რომ ბენზემას ალ იტიჰადის დატოვება ძალიან უნდა, მაგრამ მოქმედი კონტრაქტი ამის საშუალებას არ აძლევს.

ალ იტიჰადში თვლიან, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა თავისი ვალდებულება ბოლომდე უნდა შეასრულოს, თანაც იმის ფონზე, რომ მას საკმაოდ ბევრი ბენეფიტი აქვს.

ბენზემასთან კონფლიქტს ნუნუ ესპირიტუ სანტუ შეეწირა და ალ იტიჰადიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად კი გალიარდო დანიშნეს.

წყაროს ცნობით, კარიმის პრიორიტეტი მადრიდში დაბრუნება და ცხოვრების იქ გაგრძელებაა, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ სამეფო კლუბმა ის, როგორც ფეხბურთელი ისე მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას ანაზღაურება წელიწადში 100 მილიონი ევროა. მისი კონტრაქტი არაბულ კლუბთან 2026 წელს იწურება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემა მწვრთნელს ისევ ეჩხუბა და ვარჯიში დატოვა
ბენზემა მწვრთნელს ისევ ეჩხუბა და ვარჯიში დატოვა