მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, ნიკას ბლოგები, ალ იტიჰადი
Aa Aa

ბენ-ჰაზიმა! ანუ „მარცხის შვილი“ - რა დაემართა ბენზემას არაბეთში

საუდის არაბეთის მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში მე-7 ადგილზე იმყოფება და იზრდება ვარაუდი, რომ მათ მთავარ ვარსკვლავს და თავდამსხმელს გუნდიდან წასვლა სურს..

26 დეკემბერს, პრინც აბდულა ალ ფაისალის სახელობის სტადიონზე მადრიდის „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა სტადიონისკენ მიმავალ გვირაბში დროებით, რამდენიმე წუთით კვლავ გაერთიანდნენ..

90 წუთის ამოწურვის შემდეგ, პორტუგალიელი კვლავ იღიმებოდა, რადგან „ალ იტიჰადს“ 2 გოლი გაუტანა, ხოლო ბენზემა იმედგაცრუების სურათს წარმოადგენდა. მან მოედანი დატოვა და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, სოციალური ქსელიდან გაქრა..

კარიმმა იცოდა, რაც ელოდა. საუბარი გულშემატკივრების კრიტიკაზე და შეურაცხყოფაზე მაქვს. ფრანგი თავდამსხმელი ამ ყველაფერს გაექცა, რადგან მიმდინარე სეზონში მას ეს ყველაფერი არ აკლია.. ის საუდის არაბეთში ნამდვილ იმედგაცრუებად იქცა.. ახლა კი ვარჯიშებზეც აღარ დადის და ამით ჭორებს საფუძველი ჩაუყარა.. არაერთი გამოცემა წერს, რომ ვეტერანი თავდამსხმელი „ალ იტიჰადიდან“ წავა.. მისით კი ევროპული გრანდები ინტერესდებიან..

ბენზემა პროფესიონალია

13 იანვარს, გამოცემა MARCA-მ განაცხადა, რომ კარიმმა ქვეყანა დატოვა.. მოხსენების თანახმად, 36 წლის თავდამსხმელი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის წინა დღეს ბაზაზე უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ არ გამოჩნდა, რის შემდეგაც ის დუბაიში დაგეგმილ შუა სეზონის ტურნედან მოკვეთეს. ამის ინიციატორი მწვრთნელი მარსელო გალარდო იყო..

ასევე ცნობილი გახდა, რომ „ალ ნასრისთან“ წაგებამდე კარიმმა 3 ვარჯიში ნებართვის გარეშე გამოტოვა, რაც „ალ იტიჰადისთვის“ განგაშის სიგნალს ჰგავდა..

ამ ყველაფრის პარალელურად, არაბულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა: „კარიმ ბენზემამ შვებულება ითხოვა და პირადი მიზეზების გამო მადრიდში გაემგზავრა. ის პროფესიონალია და კვლავ ჩვენი გუნდის წევრია.“

ამ განცხადების რამდენმა დაიჯერა ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის..

კატასტროფული გარიგება

რა თქმა უნდა, მხოლოდ ბენზემამ იცის, მართლა უკმაყოფილოა, თუ არა საუდის არაბეთში და აქამდე ჩუმად რჩებოდა, ისევე, როგორც კლუბთან დაკავშირებული ყველა ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტი ანმარ ალ ჰეილი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ძალიან მეგობრული ადამიანია..

ამდენი დუმილის შედეგად ჭორების ქარხანა ამუშავდა.. მაგალითად გავრცელდა ისტორია, რომ ბენზემა მავრიკში შტორმში მოყვა და ჩაიძირა.. ასევე გავიგეთ, რომ საუდის არაბეთში ცხოვრება კარიმის მეგობარ გოგონას არ მოსწონდა და ფრანგ ფეხბურთელს გუნდის შეცვლისკენ უბიძგებს.. ყველაზე მეტი კი „ჩელსის“ და „არსენალის“ ინტერესზე დაიწერა..

არავინ იცის დაბრუნდება, თუ არა ბენზემა ევროპაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მისი „ალ იტიჰადში“ გადასვლა დღემდე კატასტროფად მიიჩნევა..

ყველაზე გავლენიანი ტრანსფერი

რა თქმა უნდა, 5 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის საუდის არაბეთში გადაბარგება ნამდვილი გადატრიალება იყო. ბენზემამ მოულოდნელად უარყო მადრიდის „რეალის“ ახალი შეთავაზება და გეზი „ალ იტიჰადისკენ“ აიღო.. ვინ იცის, მის გადაწყვეტილებაზე კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორმაც იმოქმედა..

გულშემატკივრებს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩათ.. ბენზემამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ყველაზე მთავარი და გავლენიანი მოთამაშე იყო.. ეს კი ასე ნამდვილად არ არის, რადგან აზიის კონტინენტზე თავად კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.. ალბათ ამ საკითხზე არავინ დავობს..

შეგახსენებთ, რომ, როდესაც ბენზემა „ალ იტიჰადს“ შეუერთდა, ის კვლავ ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული იყო..

კარიმის ამ მოსაზრებას ხელი პრეზიდენტის განცხადებამაც შეუწყო. არაბულ კლუბში ფიქრობდნენ, რომ მათ ოქრო მოიპოვეს. ალ ჰეილმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა: „კარიმ ბენზემა კლუბის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ტრანსფერია..“

რა თქმა უნდა, ვეტერანი ფრანგის გადასვლა კომერციული სახით შესანიშნავი გარიგება იყო..

სამწუხაროდ, მისმა ტრანსფერმა სპორტულ დონეზე ვერ გაამართლა და პირიქით.. თითქმის მაშინვე გუნდში დესტაბილიზაცია მოხდა.. „ალ იტიჰადმა“ გასულ სეზონში მხოლოდ ორი თამაში წააგო და „ალ ნასრის“ 5 ქულით აჯობა..

ესპირიტუ სანტუსთან დაპირისპირება

გასული სეზონის „ალ იტიჰადის“ საუკეთესო ბომბარდირი აბდერაზაკ ჰამდალა გრძნობდა, რომ ის მნიშვნელოვანი აღარ იყო და შესაძლოა ყველანაირი ცერემონიის გარეშე გაეშვათ. ის დარჩენაში სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დარწმუნდა..

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონის გუნდის მწვრთნელს ნუნუ ესპირიტუ სანტუს ბენზემას ტრანსფერი არ სურდა. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ფრანგი თავდამსხმელი მის ტაქტიკაში ვერ ჩაჯდებოდა.. უნდა ვაღიაროთ, რომ სანტუს ორი თავდამსხმელზე გადაწყობა ძალიან გაუჭირდა..

ასევე ცნობილი გახდა, რომ სანტუსსა და ბენზემას შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კაპიტნის სამკლავური იყო, თუმცა მოგვიანებით „ვულვზის“ ყოფილმა დამრიგებელმა გაბრაზებულმა განაცხადა, რომ მასსა და კარიმს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა. სულ ცოტა ხანში კი ესპირიტუ გაათავისუფლეს, რაც არავის გაუკვირდა.. რეალურად ჩემპიონობის მომტანი მწვრთნელი ბენზემასთან კონფლიქტს შეეწირა..

„ბენ-ჰაზიმა“, ანუ მარცხის შვილი

გალარდოს დანიშვნის შემდეგ, არაბებს იმედი გაუჩნდათ, რომ ბენზემაც და „ალ იტიჰადიც“ შეიცვლებოდა, მაგრამ როგორი რეალობა მივიღეთ? კლუბმა შიდა ჩემპიონატში ბოლო 3 მატჩიდან სამივე წააგო, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე კი მეოთხედფინალში დამარცხდა..

შესაბამისად იმედგაცრუებულმა გულშემატკივრებმა კრიტიკას მოუხშირეს. მთავარი დამნაშავე კარიმი ჰგონიათ და მას ბენ-ჰაზიმა შეარქვეს, ანუ „მარცხის შვილი“ - ინგლისური შესატყვისით “Son of defeat”..

ახლა ყველას აინტერესებს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი არის, თუ არა წარუმატებლობის მიზეზი..

2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 გოლი გაიტანა, განსხვავებით რონალდუსგან, რომლის ანგარიშზეც 20 შედეგიანი დარტყმაა.. ბენზემამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პენალტი ვერ გაიტანა და „ალ იტიჰადი“ „ალ აჰლისთან“ დამამცირებლად დამარცხდა..

მკვეთრი კონტრასტი კრიშტიანუსთან

ამ ყველაფრის ფონზე ბევრად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბენზემა მოედანზე ძალისხმევის ნაკლებობის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს, რაც შემაძრწუნებელია.. არ დაგავიწყდეთ, რომ მისი ანაზღაურება წელიწადში 100 მილიონი ევროა..

სულ ცოტა ხნის წინ არაბმა ჟურნალისტმა ვალიდ ალ ფარაჯმა თქვა: „კარიმსა და საზოგადოებას შორის განხეთქილება დღითიდღე  იზრდება. მას არასდროს შეუქმნია სხვა გუნდებთან განსხვავება. თამაშობს ამპარტავნობით და თითქოს გვეუბნება: „ჩემი აქ ყოფნით თქვენ სიკეთეს გიკეთებთ.“

როდესაც არაბეთში კრიშტიანუ რონალდუ ჩავიდა, მან მაშინვე აჩვენა პროფესიონალიზმი და ერთგულება.. კარიმმა ეს არ გააკეთა. თითქოს მისი თანაგუნდელები მას ვერ იტანენ და თვითონაც ცუდად გამოიყურება..

რონალდუსთან კონტრასტი აშკარაა.. პორტუგალიელს საუდის არაბეთში ჩასვლიდან 1 წლის შემდეგ, ისევ ეღიმება, ხოლო ბენზემა გაქრა.. გაქრა ისე, როგორც მისი „ინსტაგრამ“ გვერდი რამდენიმე კვირის წინ..

 

გაზიარება: