გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

SAKARTVELO-ს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი | EJU სარდალაშვილის ტრიუმფზე

ევროპის ძიუდოს კავშირი, EJU აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ქართველ ჯუდოკას, გიორგი სარდალაშვილს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. -60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, სარდალაშვილმა იან იუნ ვეი ოქროს დროში მოპოვებული ვაზარით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

EJU-მ გიორგის ტრიუმფზე საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომლის სათაურიც ასეთი გახლავთ: „სარდალაშვილი: SAKARTVELO-ს ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი“. ჩვენი ქვეყნის სახელი ინგლისური ასოებით ტყუილად არ დაგვიწერია. IJF-სგან განსხვავებით, EJU-მ საქართველოს Georgia არ უწოდა და გიორგის სამშობლო „SAKARTVELO“-დ მოიხსენია.

„-60 კგ. წონით კატეგორიაში აიუბ ბლიევმა ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო და ევროპული მედლის ერთადერთი იმედი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი გიორგი სარდალაშვილი იყო. ქართველი ჯუდოკა ფინალში იან იუნ ვეის დაუპირისპირდა და პირველივე წამებზე გამოჩნდა, რომ მარტივი შეხვედრა არ ელოდა.

იუნ ვეიმ გიორგის სწრაფი ტემპი შესთავაზა, მაგრამ სარდალაშვილმა კონტროლი არ დაკარგა და ოქროს დროს ორივე ჯუდოკა ორ-ორი შიდოთი შეხვდა. ოქროს დროის დაწყებიდან წუთ-ნახევრის გასვლის შემდეგ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი დასრულებული იყო და იუნ ვეიმ მეტოქე ოსაეკომიში მოიმწყვდია, მაგრამ სარდალაშვილი დანებებას არ აპირებდა. გიორგი შეუძლებელი მდგომარეობიდან გამოვიდა და მოწინააღმდეგე სუსტ სეოი ნაგეზე დაიჭირა, რის შემდეგაც 20 წლის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა“, - წერს EJU.

ცნობისთვის, დღეს, ტატამიზე საქართველოს სახელით 4 ძიუდოისტი იასპარეზებს. -66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელს ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. -73 კგ. წონაში მედლების მოპოვებას ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ეცდებიან, გოგონებში კი -57 კგ. წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძეს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ბრწყინვალე რეაქცია გარსიას ჯარიმაზე - ვალენსია ჟირონასთან დამარცხდა
მამარდას ბრწყინვალე რეაქცია გარსიას ჯარიმაზე - ვალენსია ჟირონასთან დამარცხდა