გიორგი მიქაუტაძე, ინიგო პერესი
Aa
Aa

ინიგო პერესმა მიქაუტაძე სასტარტოში დააბრუნა | ვილიარეალი VS ნაპოლი

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში „ვილიარეალი'' „ლა სერამიკაზე'' „ნაპოლის'' უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

„ყვითელი წყალქვეშა ნავის'' მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა სამმატჩიანი პაუზის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე სასტარტოში დააბრუნა. ლა ლიგა 2-ის ბოლო სამ ტურში 25 წლის ფორვარდმა ცვლილებაზე ითამაშა, საერთო ჯამში 73 გაატარა მინდორზე, 1 გოლი „ლევანტეს'' შეუგდო.

მიქაუტაძის კონკურენტი აიოზე პერესი, რომელიც ლა ლიგა 2-ის გასულ ტურებში სასტარტოში იყო, ამჯერად სათადარიგოთა სკამზეა.

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში „ვილიარეალი'' სტუმრად „დორტმუნდთან'' დამარცხდა (3:2). ამ მატჩში ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა, მისი საგოლე პასით სანტიაგო მოურინიომ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მიქაუტაძის კონკურენტმა აიოზე პერესმა აღნიშნული მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

რაც შეეხება ლა ლიგას, მიქაუტაძემ რვავე ტურში ითამაშა, 8-დან 4 შეხვედრაში სასტარტოში იყო, 8-დან მხოლოდ ორ მატჩში - 90 წუთი. მის აქტივში (442 წუთში) 2 გოლი (მე-2 ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან'' და მე-7 ტურში „ლევანტესთან'') და 1 საგოლე პასია (პირველ ტურში „რასინგთან''). 

ლა ლიგაში 8 ტურის შემდეგ „ვილიარეალი'' 8 ქულით მე-11 ადგილზეა (2 მოგება, 2 ფრე, 4 მარცხი).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შესაძლოა, არჩევანი საფრანგეთზე გააკეთოს |17 წლის ქართველისთვის ტოპ კლუბები იბრძვიან
    შესაძლოა, არჩევანი საფრანგეთზე გააკეთოს |17 წლის ქართველისთვის ტოპ კლუბები იბრძვიან