მანჩესტერ იუნაიტედი, კაზემირო
Aa
Aa

ვარანის შემდეგ კაზემიროც წავა? | ინტერესი არაბულ კლუბებს აქვთ

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედს რაფაელ ვარანი დატოვებს.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა გუნდი კაზემირომაც დატოვოს.

რომანოს ცნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველის გადაბირება საუდის არაბეთის კლუბებს სურთ. მეტიც, ის არაბული გუნდების მოკლე სიაშიც კი იმყოფება.

ყველაფერი თავად კაზემიროზეა დამოკიდებული. ასევე ტრანსფერი დამოკიდებულია საუდის არაბეთის კლუბების საბოლოო ბიუჯეტის წარდგენაზე.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს 2022 წელს მადრიდის რეალიდან შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 81 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ნორმალურ მდგომარეობაში არ ვიყავი“ - ვარანის კარიერის საშინელი დღე
“ნორმალურ მდგომარეობაში არ ვიყავი“ - ვარანის კარიერის საშინელი დღე