გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

„ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს“ | რუბენ ბარახამ მამარდაშვილი შეაქო

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და „სოსიედადთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ღამურების“ თავკაცს ერთ-ერთი შეკითხვა გიორგი მამარდაშვილზე დაუსვეს და ბარახამ ქართველი მეკარე შეაქო.

„რა პოზიციას იკავებს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მამარდაშვილი? ვფიქრობ, ყველაფერი მის თამაშსა და უნარებზეა დამოკიდებული. მამარდაშვილი ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს და ყველა გამოწვევას უმკლავდება. გიორგი ძალიან მაღალი დონის მეკარეა, რომელიც ვალენსიას უკეთესს ხდის და უფრო კონკურენტუნარიან გუნდად აქცევს. იგი საკუთარი სეივებით გადამწყვეტია და გუნდისთვის ქულები მოაქვს.

მამარდაშვილის პროგრესი ყველასთვის აშკარაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელშიც მან ძალიან მოუმატა, სტაბილურობაა. შეცდომები ყველამ შეიძლება დაუშვას და აშკარაა წინსვლა, რომელიც მამარდაშვილს სტაბილურობის მხრივ აქვს, თუმცა, ვერ ვიტყვი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის რა პოზიცია უკავია“.

ცნობისთვის, „მამარდამ“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. გიორგის 35 გოლი აქვს გაშვებული, კარი მშრალად კი 13-ჯერ შეინახა. ბოლოს მან „რაიო ვალეკანოსთან“ ითამაშა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კონტე ნაპოლისთან ერთ ნაბიჯშია | ახალი პროექტი, კვარა და ორი ტრანსფერი
კონტე ნაპოლისთან ერთ ნაბიჯშია | ახალი პროექტი, კვარა და ორი ტრანსფერი