ხვიჩა კვარაცხელია, ბენუა კოე
Aa
Aa

„პარიზში აშკარად ხედავენ, რომ კვარაცხელიას შემადგენლობის გაძლიერება შეუძლია“ | პსჟ-ის ექს-ფეხბურთელი

„ინტერისა“ და პსჟ-ის ვეტერანმა ფეხბურთელმა და შემდგომში, „ნერაძურის“ ყოფილმა სკაუტმა, ბენუა კოემ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

რას ამბობს ბენუა კოე კვარაზე:

„პსჟ-მა დაინახა, რომ მომავალ სეზონში კვარაცხელიას შემადგენლობის გაძლიერება შეუძლია. ამ კლუბში სათამაშოდ მას შესაბამისი მახასიათებლები აქვს. შეუძლია კარგი დრიბლინგი, სწრაფია და ყოველთვის მიზნად ისახავს კაცზე პირისპირ წასვლას და მოტყუებას. ხასიათიც ძლიერი აქვს. შესაძლოა, წელს არც თუ ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ამას თავისი მიზეზებიც აქვს. ეს წელი მისთვის უიღბლო იყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ბიჭი მოედანზე ბევრ განსხვავებას ქმნის“.

„სეზონის წინ, „ნაპოლისთვის“ ოსიმენისა და კვარაცხელიას დაკარგვა ნამეტანი იქნება. ფაქტობრივად, გუნდს ყველაფრის 0-დან აშენება მოუწევს“.

ცნობისთვის, ბენუა კოე სხვადასხვა წლების განმავლობაში „მარსელის“, პსჟ-ის, „ინტერისა“ და კიდევ სხვა ფრანგული, თუ იტალიური გუნდების ღირსებას იცავდა, პროფესიონალური კარიერის შემდეგ კი ჯერ მილანის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, შემდეგ კი მილანური კლუბის სკაუტად მუშაობდა. ბენუა კოე ახლა ფრანგულ კლუბ „შატოს“ წვრთნის.

რაც შეეხება კვარაცხელიას, იტალიურ და ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ქართველის შეძენით პსჟ არის დაინტერესებული და ნასერ ალ ხელაიფი მზადაა კვარას ტრანსფერში სოლიდური თანხა, კერძოდ 80-დან 120 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
80 მილიონს პლუს კოლო მუანის იჯარა - პსჟ კვარასთვის იბრძვის
80 მილიონს პლუს კოლო მუანის იჯარა - პსჟ კვარასთვის იბრძვის