ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, აურელიო დე ლაურენტისი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართა, კვარა დადებითად არის განწყობილი...“

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ კლუბად აქამდე არა ერთი ევროპული გრანდი დასახელებულა, ბოლო დროს „ბარსელონას“ შესახებ ყველაზე ხშირად იწერებოდა, ამჯერად კი პსჟ-ს ვარიანტი დაწინაურდა.

ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი წერს, რომ ლუის ენრიკესთვის მბაპეს შეცვლის იდეალურ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელია მიაჩნია.

„სეზონის დასასრულს პსჟ უკვე ძალიან აქტიურად ემზადება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის, როდესაც კლუბს კილიან მბაპეს შემცვლელის მოძებნა მოუწევს. ჩვენი ინფორმაციით, ლუის ენრიკეს პრიორიტეტულ ვარიანტს ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია.

პსჟ ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა და სეზონის დასრულებამდე 4 მატჩია დარჩენილი. ამის შემდეგ, კლუბი მპაბეს გარეშე მომავლისთვის მოემზადება. ლუის ენრიკესთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაა.

ბოლო კვირებში პსჟ-ს ხელმძღვანელობა ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. მოლაპარაკებები პოზიტიურად წარიმართა. კვარაცხელია შესაძლო ტრანსფერს ენთუზიაზმით ხვდება და დადებითად არის განწყობილი.

ამ დროისთვის არც პსჟ-სა და არც ფეხბურთელის წარმომადგენლებს ნაპოლისთან შეთანხმება არ აქვთ მიღწეული. დე ლაურენტისს ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. არც ის თქმულა, რომ ნაპოლი ხვიჩას გასაშვებად მზად არის“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალი ხელშეკრულების მიხედვით სეზონში 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც მამუკა ჯუღელისთვის მიუღებელი წინადადებაა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის არც ჩემპიონთა ლიგაზე და არც ევროპა ლიგაზე არ ითამაშებს. ამ ფაქტორებმა კვარას შესაძლოა კლუბის დატოვებისკენ უბიძგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასე მოკლე დროში ეს როგორ შეიძლება ? - სპალეტიმ ლაურენტისი გააკრიტიკა
ასე მოკლე დროში ეს როგორ შეიძლება ? - სპალეტიმ ლაურენტისი გააკრიტიკა