ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ბერნარდუ სილვა, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

ლუის ენრიკეს გეგმები | შეტევის გაძლიერება და კვარა 4 სამიზნეს შორის

„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს წასვლისთვის ემზადება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს და პარიზელები მისი შემცვლელის საპოვნელად აქტიურად მუშაობენ. უცხოური პრესის ცნობით, მათ სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

ავტორიტეტული ფრანგული გაზეთი, L’Equipe-ი წერს, რომ პსჟ-ს თავკაცი, ლუის ენრიკე 4 ფეხბურთელს აკვირდება, რათა შეტევა გააძლიეროს. საუბარი ეხება რაფაელ ლეაუს, ვიქტორ ოსიმენს, ბერნარდუ სილვასა და კვარაცხელიას. ამასთან, ენრიკეს ჩავი სიმონსის შენარჩუნებაც სურს, რომელიც „ლაიფციგშია“ განათხოვრებული.

L’Equipe-ის მსგავს ინფორმაციას ავრცელებს კატალონიური Sport-ი და აცხადებს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, „ბარსელონას“ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. იტალიური პრესის მიხედვით, „ნაპოლი“ „კვარას“ შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს და თუ მან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, არ ნიშნავს, რომ ამ ზაფხულში გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნეაპოლელები აპირებენ, მას ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივონ და ხელფასი გაუზარდონ. მხარეებს შორის მთავარი პრობლემა სწორედ ანაზღაურებაა. „ნაპოლი“ მზადაა, ხვიჩას 3.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, „კვარას“ წარმომადგენლებს კი მეტის მიღება სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალი მატადორს ჰგავს, მერაბი - ხარს“ | რას ამბობს UFC-ის ლეგენდა
„ომალი მატადორს ჰგავს, მერაბი - ხარს“ | რას ამბობს UFC-ის ლეგენდა