მადრიდის რეალი, ვინისიუს ჟუნიორი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ვინისიუსი: “წავედით მეთხუთმეტეს მოსაგებად“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მორიგი დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. მადრიდის „რეალმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ ვინისუს ჟუნიორმა კომენტარი გააკეთა.

ვინისიუსი:

„პატივია იყო ამ გუნდის ნაწილი და გეცვას რეალის მაისური. ეს არის მადრიდის რეალი. არასდროს ვნებდებით. საკუთარი თავის და გულშემატკივრების ყოველთვის გვჯერა. წავედით მეთხუთმეტეს მოსაგებად.

როდესაც სანტიაგო ბერნაბეუზე ვთამაშობთ, ჩვენი გუნდის შესაძლებლობები განსხვავებული ხდება. მუდამ გამარჯვება გვინდა. მცველად თამაში, რომ მომიწიოს წავალ და ვითამაშებ, რადგან გამარჯვებისთვის ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.

მადრიდის რეალში თამაში ახდენილი ოცნებაა. მადრიდში მსოფლიოს მეორე კუთხიდან ბრაზილიიდან ჩამოვედი. მე მოვახერხე ამ გუნდთან ერთად ისტორიის შექმნა. ჩემი ოჯახი და გულშემატკივრები მუდამ მხარში მიდგანან. ეს გამარჯვება მათ ეძღვნებათ."

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბი“ 88-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა. სტუმართა მხრიდან თავი ალფონსო დევისმა გამოიჩინა. „ბლანკოსიდან“ კი 4-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა ხოსელუმ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანჩელოტის შეგირდები დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო წუთების დრამა - რეალმა ბაიერნი გააგდო და ფინალშია!
ბოლო წუთების დრამა - რეალმა ბაიერნი გააგდო და ფინალშია!