მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, მატიის დე ლიხტი
Aa
Aa

დე ლიხტი: “როცა გგონიათ, რომ რეალი მკვდარია, ისინი ბოლო ამოსუნთქვას იწყებენ“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მორიგი დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. მადრიდის „რეალმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ ცენტრალურმა მცველმა მატიის დე ლიხტმა კომენტარი გააკეთა.

დე ლიხტი:

„გამარჯვებამდე ძალიან ახლოს ვიყავით. მატჩის დასრულებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი და ამ დროში მოგებიდან წაგებამდე მივედით. როცა გგონიათ, რომ რეალი მკვდარია ისინი ბოლო ამოსუნთქვას იწყებენ. სწორედ ამიტომ აქვთ ჩემპიონთა ლიგა 14-ჯერ მოგებული.

თამაშგარე მდგომარეობა? ჩვენ ყველამ ვიცით საფეხბურთო წესები. თუ თამაშგარე არ არის ნათელი, მსაჯმა ეპიზოდის დასრულება უნდა გვაცადოს. ახლა მსაჯზე საუბარი ადვილია, მაგრამ რეალმა გამარჯვება დაიმსახურა.“

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბი“ 88-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა. სტუმართა მხრიდან თავი ალფონსო დევისმა გამოიჩინა. „ბლანკოსიდან“ კი 4-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა ხოსელუმ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანჩელოტის შეგირდები დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“
კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“