მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

“ყველაფერთან ერთად იღბალიც გვჭირდება“ - ტუხელი რეალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში მადრიდის „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტუხელი:

„რა თქმა უნდა, მთავარი შედეგია. გერმანიაში კარგი შედეგი ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ახლა ფინალთან ერთ ნაბიჯში ვართ. ვფიქრობ, ხვალინდელ მატჩში სცენარი არაერთხელ შეიცვლება. ორივე გუნდმა კარგად იცის, თუ როგორ აკონტროლოს ბურთი. ვაპირებთ, რომ მატჩზე კონტროლი ჩვენ დავაწესოთ. რთული იქნება, მაგრამ იღბლიანები და ზუსტები უნდა ვიყოთ.

მეოთხედფინალში ცენტრალურ დაცვაში დაიერმა და დე ლიხტმა ერთად ითამაშეს. მათ ერთად თამაში დაიმსახურეს. ჩვენ გვაქვს და ბევრი იდეა, რომლებსაც ხვალ განვახორციელებთ. ტონი კროოსი წლებია გადამწყვეტი ფეხბურთელია და მას ზეწოლა არასდროს აწუხებს, თუმცა ჩვენ მხოლოდ კროოსს არ ვუპირისპირდებით. რეალს ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიც ჰყავს.

ყველაფერთან ერთად იღბალიც გვჭირდება ტრავმები, რომ არ გვქონდეს. რთულია ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ შევაჩერო ვინისიუსი. ბევრმა სცადა და არ გამოუვიდა. თუ ფინალში გასვლა გვინდა აბსოლუტურად ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის ვინისიუსს.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. მადრიდელთა მხრიდან გოლები ვინისიუს ჯუნიორმა(2) გაიტანა, ხოლო „რეკორდმაისტერის“ მხრიდან ლეროი სანემ და ჰარი კეინმა. ამ გუნდების მომავალი მატჩი 8 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სურდა ეჩვენებინა, რომ რეალზე მაღლა იდგა“ - კიელინი რონალდუზე
“სურდა ეჩვენებინა, რომ რეალზე მაღლა იდგა“ - კიელინი რონალდუზე