თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 15 ქულა - ვირტუსმა რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „ტრენტოს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 108:61 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი „ვირტუსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 4-დან 4 საჯარიმო, 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ორივე გუნდის შემადგენლობიდან ქართველ კალათბურთელზე კარგი შედეგი მისმა თანაგუნდელმა, მარკო ბელინელიმ დააფიქსირა, რომელმაც 16 წუთში 20 ქულას, 1 მოხსნას და 4 ასისტს მოუყარა თავი.

„ვირტუს ბოლონიამ“ რეგულარულ სეზონში გამართული 30 მატჩიდან 22-ჯერ მოიგო და 8-ჯერ დამარცხდა, სატურნირო ცხრილში კი პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამწუხაროდ, გიოსთვის სეზონი დასრულდა“ - ლენოვო ტენერიფეს მწვრთნელი შერმადინზე
„სამწუხაროდ, გიოსთვის სეზონი დასრულდა“ - ლენოვო ტენერიფეს მწვრთნელი შერმადინზე