მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი, ერიკ დაიერი, რაფაელ გერეირო
Aa
Aa

გერეირო და დაიერი დაშავდნენ - პრობლემები რეალთან მატჩის წინ

ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ბაიერნი“ „შტუტგარტს“ ესტუმრა და 3:1 დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში წაგება ყველაზე ცუდი რამ არ ყოფილა.

პირველ ტაიმში, თავის ტრავმა ერიკ დაიერმა მიიღო, თუმცა მატჩის გაგრძელება შეძლო, ხოლო შემდეგ რაფაელ გერეირო დაშავდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი მინდვრიდან უმალ გაიყვანეს, მას კუნთის ტრავმა აღენიშნება.

ტომას ტუხელმა ერიკ დაიერი მეორე ტაიმში აღარ ათამაშა და მის ნაცვლად უპამეკანო ჩართო მატჩში. ჯერჯერობით ორივე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

გერმანული მედია შიშობს, რომ გერეირო მადრიდის „რეალთან“ განმეორებით მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. დაიერის შემთხვევა კი გაცილებით მარტივი ჩანს.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა სამედიცინო გამოკვლევები და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი შეძლებენ, თუ არა დაიერი და გერეირო „რეალთან“ თამაშს.

ცნობისთვის, „სამეფო კლუბისა“ და „რეკორდმაისტერის“ განმეორებითი შეხვედრა 8 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლა ნაპოლიზე არ ვფიქრობ“ - პიოლი თავის მომავალზე
“ახლა ნაპოლიზე არ ვფიქრობ“ - პიოლი თავის მომავალზე