ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუნდესლიგა 2-ში ქართული რეკორდი მოხსნა - ბუდუს ბრწყინვალე გოლი

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურში როსტოკის „ჰანზა’’ შინ „კარლსრუეს’’ 1:0-ს ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ჯერ ბურთი ბრწყინვალედ გაატარა, შემდეგ კი მარცხენა ფეხის გარე ტერფით შესანიშნავი გოლი შექმნა. საბოლოოდ, ეს მატჩი „კარლსრუემ’’ 1:2 მოიგო და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბუნდესლიგაში აღზევების თეორიულ შანსს ინარჩუნებს. „კარლსრუე’’ მესამე ადგილზე მყოფ დიუსელდორფის „ფორტუნას’’ 6 ქულით ჩამორჩება. თუ „კარლსრუე’’ მესამე ადგილზე გავა, ფლეი-ოფის გზით ბუნდესლიგაში აღზევების შანსს მიიღებს.

ბუდუს გოლი

 

ქართული რეკორდი ბუნდესლიგა 2-ში

დღეს ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა და იაშვილი-კობიაშვილის რეკორდი მოხსნა.

2002-03 წლების სეზონში ლევან კობიაშვილმა „ფრაიბურგის’’ რიგებში მეორე ბუნდესლიგის 28 მატჩში 10 გოლი შეაგდო. ანალოგიური შედეგი დააფიქსირა ალექსანდრე იაშვილმა 2006-07 წლების სეზონში, როცა 32 მატჩში მის აქტივში 10 გოლი იყო. მიმდინარე სეზონში ბუდუმ მათი რეკორდი ჯერ გაიმეორა, დღეს კი გააუმჯობესა.

აღნიშნული გოლების გარდა მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამორჩეული მატჩები ჩაატარა, ნორვეგიასთან ულამაზესი გოლი შეაგდო, ლუქსემბურგთან დუბლი შეასრულა და ქომაგებმა კიდევ უფრო მეტად შეიყვარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები